Skip to main content

თქვენი ჯანმრთელობის
სადარაჯოზე

...

კომპანია "Avita"-ს წარმომადგენლობა საქართველოში დაარსდა 2004 წლის 18 თებერვალს 8 კაციანი პერსონალით. დღეს "ავიტა"ს გუნდი აქტიურად მუშაობს მთელი საქართველოს მასშტაბით კომპანიას გააჩნია ისეთი დეპარტამენტები, როგორებიცაა:სამედიცინო დეპარტამენტი, კვლევის და განვითარების დეპარტამენტი, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი, ანალიტიკური კვლევის და , მარკეტინგის დეპარტამენტი.

კომპანია „Avita „ ში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა პროფესიონალი კადრების მომზადებას...პროცესი იწყება კანდიდატების წინასწარი შერჩევით და გრძელდება პროფესიული გადამზადების კურსებით. ტრენინგები შეეხება თემებს: ფარმაცევტული მარკეტინგი, ბიზნეს კომუნიკაციის უნარების საფუძვლები და ა.შ. გარდა ამისა, უცხოელი პარტნიორები აქტიურ მონაწილეობას იღებენ გუნდის პროფესიონალური დონის ამაღლებაში.

Avita " განსაკუთრებით ყურადღებიანია პრეპარატების არჩევისას: ექსპერტთა აზრი და წარმოების პროცესის ხარისხი არის ყველაზე მნიშვნელოვანი კრიტერიუმები. ჩვენი პარტნიორ საწარმოებში წარმოების პროცესი შეესაბამება ევროპისა და ამერიკის შეერთებულ შტატებში მიღებულ მედიკამენტების წარმოების ყველა სტანდარტს. "Avita" აქტიურ მონაწილეობას იღებს საქართველოში სამედიცინო სფეროში გამართულ სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენციებისა და სხვა ღონისძიებების მუშაობაში. დღეს, "ავიტა" არ არის მხოლოდ სამუშაო ადგილი, ეს არის მეგობრული გუნდი, რომელიც გაერთიანებულია დევიზით: „თქვენი ჯანმრთელობის სადარაჯოზე“

"ავიტა" ამაყობს დღევანდელ პარტნიორებთან თანამშრომლობით და ყოველთვის მზად არის ითანამშრომლოს ახალ პარტნიორებთან.

უსაფრთხოებისა და ეფექტურობის მკაცრი სტანდარტები

შემოუერთდი ჩვენს გუნდს

...
ატვირთეთ თქვენი რეზიუმე

ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.